14:06 - 03 Nov, 2026
|
2023-03-10 09:55:26, 1253 ნახვა
საზოგადოება
ქაცარავა - დაახლოებით 30 არაკაცი ბეისბოლის ბიტებით მივარდა მანქანას, რომელშიც ჩემი მეუღლე და ბავშვი ისხდნენ
„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერის დავით ქაცარავას განცხადებით, პრორუსული და ძალადობრივი მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრები მის ცოლსა და შვილს თავს დაესხნენ და მანქანა დაუმტვრიეს. ქაცარავას თქმით, მისი ოჯახის წევრები მანქანაში ისხდნენ, როდესაც "ალტ-ინფოს" წევრები მათ თავს დაესხნენ და ბეისბოლის ბიტებით მანქანის შუშები ჩაუმტვრიეს. "დაახლოებით 30 არაკაცი მივარდა მანქანას, რომელშიც ჩემი მეუღლე და ბავშვი ისხდნენ, დალეწეს ბეისბოლის ბიტებით, ცდილობდნენ გამომტვრევას, საბედნიეროდ მანქანა შიგნიდან ჩაკეტილი იყო, განსაკუთრებით იმ მხარის, სადაც ჩემი შვილი იყო, 13 წლის ქეთი და მის გადმოთრევას გეგმავდნენ. ესენი არაკაცები არიან, არაადამიანები არიან, ჩმორები არიან და ეს არის წმინდა ძალადობრივი ჯგუფი",- განაცხადა ქაცარავამ.
ზარქუა ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრაზე - აგენტურა საკუთარ პატრონებთან ახალი რჩევების მისაღებად მიდის
ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო
საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)