13:27 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-05 12:50:10, 1971 ნახვა

საზოგადოება
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის შექმნილ მოძრაობას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან.

მედიკოსებმა გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართეს. 

"ჩვენ, საქართველოს ექიმებს მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან ერთად, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზეც გადის. დრო არ ითმენს. ახლა სიჩუმე და გულგრილობა დაუშვებელია. ჩვენ ექიმები ვდგავართ სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს. ვფიქრობთ, ნიკა გვარამიას გათავისუფლება იქნება სწორი როგორც მორალურად, ასევე, იურიდიულად და დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ამ მეტად მნიშვნელოვან გზაზე. 

ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული პრეზიდენტის როლი ამ პროცესში და ასევე ის, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლების გზა უმოკლესი გზა მისი შეწყალებაა. პრეზიდენტს მარტივად შეუძლია, გადაჭრას ეს პრობლემა და დაამტკიცოს მის მერ გაცხადებული ევროპული კურსის მიმართ ერთგულება. ამ ქმედითი ნაბიჯით ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. 

სრულიად ვუჭერთ მხარს ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას და მათ აქტივობას, რაც აბსურდული ბრალდებით, უსამართლოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლებისაკენ იქნება მიმართული" ,- აღნიშნულია ექიმების განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს ტელეგადაცემა - "რა? სად? როდის?" ინტელექტუალებმა და მედიასაშუალების წარმომადგენლების ნაწილმა "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" დააფუძნეს. მოძრაობის მიზანი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საპატიმროდან დროული გათავისუფლებაა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics