|
2023-03-03 22:40:25, 847 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - სტუდენტებს შეეხებათ მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თავდაცვის კოდექსით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება სტუდენტების გაწვევის საკითხზე გაამახვილა. მისი განცხადებით, კონკრეტული ჯგუფები სტუდენტების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და მათი ინტერესია, სხვანაირად დაანახონ სტუდენტებს ამ რეფორმის შინაარსი. თავდაცვის მინისტრმა განმარტა, თუ რა პირობებში მოუწევთ 2025 წლიდან სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გავლა. „მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ სტუდენტებს შეეხებათ მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა. იქნება რამდენიმე, სხვადასხვა მაქსიმალურად კომფორტული საშუალება. ვფიქრობ, ჩვენ ასევე გვექნება საშუალება, რომ უმაღლეს განათლებულსაც მივცეთ იმის საშუალება, რომ ზუსტად ამ პროგრამით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებს, წელიწადში ერთი თვის განმავლობაში, გაიარონ სავალდებულო სამსახური,” - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მინისტრმა იმ ბენეფიტებზეც ისაუბრა, რასაც ახალი პროგრამები ითვალისწინებს: “გვაქვს ბენეფიტებზე აწყობილი პროგრამებიც, მათ შორის, რომელიც შეეხებათ 11- თვიან სავალდებულო სამსახურს, სადაც იქნება მაღალი ანაზღაურება - 1200 ლარი სავარაუდოდ. ასევე, წვევამდელი მიიღებს ოფიცრის სტატუსს და ა.შ. ამ კანონპროექტზე დიდმა ჯგუფმა იმუშავა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვინაიდან არის მოცულობთი, ეხება საზოგადოების დიდ ჯგუფს და შესაბამისად, შედის საზოგადოების ინტერესშიც, ჩვენ მაქსიმალურად დავხვეწეთ კანონპროექტი და შევქმენით მეტი კომფორტი.” მინისტრის განცხადებით, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების მიზანია, საქართველოს ჰყავდეს ძლიერი მომზადებული რეზერვი. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის არც სტუდენტებს და არც მოსახლეობას. “სტუდენტების შემთხვევაში ის პროგრამა, რაც შეიძლება მათ გაიარონ 4 წლის განმავლობაში, ზაფხულში ერთი თვე იქნება მომზადება. ჩვენ იმის საშუალებასაც მივცემთ, რომ ვთქვათ, თუ არის სტუდენტი 25 წლის და 27 წლის მერე სავალდებულო აღარ უწევს, შეიძლება, რომ აირჩიოს და ეს 27 წელი არ იყოს ჩამკეტი და შემდეგაც გაიაროს. ასევე, საჯარო დაწესებულებაში პირის მუშაობის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ჩვენ კანონმდებლობაში შეგვაქვს ცვლილება და საჯარო სამსახურში შეინარჩუნდება როგორც მისი პოზიცია, ასევე, არსებული ანაზღაურება. ჩვენ მათაც მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი პროგრამა აირჩიონ და შვებულებით სარგებლობის დროს გაიარონ სავალდებული სამსახური წელიწადში ერთი თვე,” - განაცხადა მინისტრმა.
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)