|
2023-03-03 13:13:51, 894 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე - გავითვალისწინეთ სააკაშვილის ფსიქო-ემოციური ფონი და შევუცვალეთ მკურნალი ექიმი
გავითვალისწინეთ სააკაშვილის სურვილი თუ მოთხოვნა და შეეცვალა მკურნალი ექიმი,- ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძის თქმით, ექიმის ჩანაცვლება მოხდა ვითარებიდან გამომდინარე, რადგან პაციენტი და ექიმი ურთიერთთანამშრომლობას ვერ შეძლებდნენ, ამიტომ ახლა თამარ დავარაშვილის ნაცვლად პაციენტთან ლუიზა შენგელია იმუშავებს. "ის რაც განაცხადა ქალბატონმა თამარმა, რა თქმა უნდა, პაციენტი და ვერც ექიმი ვერ შეძლებდნენ ურთიერთთანამშრომლობას, ეს იყო რა თქმა უნდა, პაციენტის ინიციატივა და მე კიდევ ხაზს ვუსვამ, ჩვენ ვითვალისწინებთ მის ფსიქო-ემოციურ ფონს, ამიტომ გავითვალისწინეთ მისი ეს სურვილი თუ მოთხოვნა და ჩანაცვლდა ახალი ექიმ-თერაპევტით, ესაა ქალბატონი ლუიზა შენგელია, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ვთქვი და მე იმედს ვიტოვებ, რომ პაციენტი ამ შემთხვევაში მაინც კიდევ უფრო მეტად გაიზიარებს ექიმის რეკომენდაციებს",- განაცხადა ჩხაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)