|
2023-03-02 14:09:51, 669 ნახვა
საზოგადოება
ძუძუს კიბოს კონტროლისა და შედეგების პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის, შეხვედრა გაიმართა
ძუძუს კიბოს კონტროლისა და შედეგების პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის, შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა, ის შესაძლებლობები განხილეს, რაც საქართველოში ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასა და ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული. მათივე ცნობთ, ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გახსნა. მისი განცხადებით, მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც უახლოეს მომავალში, უწყების სტრატეგიულ გეგმებსა და პროგრამებში აისახება. "ქართველი და უცხოელი ექსპერტების შექმნილი დოკუმენტი, ქვეყანაში, ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სიკვდილიანობის შემცირებისთვის აუცილებელ სერვისებზე ეფექტურ წვდომას უზრუნველყოფს. შეხვედრას პარლამენტის წევრები ირმა ზავრადაშვილი და ნინო წილოსანი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები, ექსპერტები და პროფესიული ასოციაციებიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)