14:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 12:43:45, 529 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - პროგრამაში - „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დღეიდან 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ   ეტაპს და აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას  პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, განაცხადების მიღება დღეიდან 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, სწავლა კი 20 მარტს დაიწყება. 

„ეს არის შრომის ბაზარზე, დღეს არსებული მოთხოვნადი პროფესიების მოკლევადიანი - საშუალოდ, სამთვიანი გადამზადების კურსი. ათიდან შვიდი ადამიანი, ვინც ამ პროგრამაში ერთვება, საქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, სამშენებლო-საინჟინრო სექტორი, რაც ტრადიციულად მოთხოვნადია, პროგრამაში ფართოდ არის წარმოდგენილი. გაძლიერდა და დაემატა IT მიმართულება, რასაც ვფიქრობ, დიდი გამოხმაურება ექნება. სტუმარ-მასპინძლობა და ტურიზმი ტრადიციული სექტორებია ჩვენი დედაქალაქისთვის და ქვეყნისთვის. წარმოება, მომსახურება, საფინანსო, სატრანსპორტო სექტორი, ჯანდაცვა და ვეტერინარია ასევე, ძალიან აქტუალური სექტორებია ამ ბოლო დროს. ჯამში, დღეისთვის 50-მდე შეთავაზება არსებობს. არანაირი მოთხოვნა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ იყოთ 18  წლის და რეგისტრირებული დედაქალაქში. არანაირი კონკურსი და გადარჩევა არ ხდება. უბრალოდ, უნდა მოინდომოთ და თქვენთვის მისაღებ სპეციალობაზე დარეგისტრირდეთ“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. 

ანდრია ბასილაიამ პროგრამის პარტნიორებს - ბიზნესსექტორისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე, პროგრამა ვერ განხორციელდებოდა. 

„აღნიშნული პროგრამა ვერ განხორციელდებოდა ჩვენი პარტნიორების გარეშე. ესენია დედაქალაქში არსებული პროფესიული სასწავლებლები - „სპექტრი“, „იკაროსი“, „მერმისი“ და გლდანის სასწავლო ცენტრი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. აღნიშნული მოდულები სწორედ მათთან ერთად შევიმუშავეთ. წელს გვემატება უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც გადამზადებას ძალიან აქტუალური, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიმართულებით დაიწყებს. ასევე, გვემატება „სქილვილ აკადემია“, რომელიც IT მიმართულებას გააძლიერებს”, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. 

„ჯამში, 110-ზე მეტ კომპანიაში დასაქმდნენ ის მოქალაქეები, რომლებმაც აღნიშნული პროგრამა გაიარეს. არანაირი წინასწარი უნარ-ჩვევა არ სჭირდება ადამიანს, ვინც ამ პროგრამაში ერთვება. სამ თვეში მას ეძლევა შესაძლებლობა, რომ ღირსეული ანაზღაურება მიიღოს. თუ იქნება შესაბამისი მოთხოვნა, ამ მიმართულებით რესურსს აუცილებლად გავზრდით. აქტიურად ვმუშაობთ სპეციალობების რიცხვის გაზრდისა და ახალი პარტნიორების დამატებაზეც“, - განაცხადა  მერის მოადგილემ. 

ანდრია ბასილაიას თქმით, პროგრამის ფარგლებში, 2018 წლიდან დღემდე, 6 500 ადამიანი გადამზადდა, საიდანაც 70% დასაქმდა. 2023-2025 წლებში, პროგრამაში დაგეგმილია 10 000 მოქალაქის ჩართვა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics