|
2023-03-02 11:31:08, 547 ნახვა
საზოგადოება
თვდაცვის მინისტრი - აშშ-ში ვიზიტი ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა საგარეო ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში აშშ-ში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ფორმატში გაზრდილია თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორთან. „ყველა ფორმატში გაზრდილი გვაქვს ინტენსიობა. ჩვენ ვართ რამშტაინის ჯგუფის მონაწილე. ეს ვიზიტი თავისთავად ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა ჩვენი საგარეო ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ის დაფინანსებაც და სამომავლო გეგმებიც, რაც ჩვენ დავისახეთ რა, თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ურთიერთობას პარტნიორებთან“- განაცხადა მინისტრმა. „ჩვენ განვიხილეთ ის საჭიროებები, რაც საქართველოს უდგას შეიარაღების თვალსაზრისით. მომზადებული გვაქვს გრძელვადიანი პერსპექტივის გეგმა, თუ რა საჭიროებები დგას თავდაცვის ძალების წინაშე 2030 წლამდე. ეს გეგმა პარტნიორებთან ერთად შევადგინეთ. ჩვენ გეგმაზე ვისაუბრეთ, თუ რა დავისახეთ მიზნად ჩვენი რესურსით. ასევე იმ პოტენციურ დახმარებაზე, რაც შეიძლება იყოს მიღებული ჩვენი პარტნიორებისგან”,- განაცხადა ბურჭულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)