|
2023-03-02 10:54:12, 587 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფოსტასა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
მიმდინარე წლის 1 მარტს, სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ - მუზეუმში, საქართველოს ფოსტას, კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს. მათი ცნობით, გაყიდვაში გაეშვა საფოსტო მარკა „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები - 100 წელი“, ნომინალით 2+1. მემორანდუმი მიზნად ისახავს, საფოსტო მარკის რეალიზაციიდან შემოსული თანხის, კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადარიცხვას, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება. მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების“ დირექტორმა ეთერ ჩადუნელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)