14:53 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 10:45:21, 477 ნახვა

საზოგადოება
ბურჭულაძე - აბსურდული შავი პიარია მიმართული ყველაზე რეპუტაციული ინსტიტუციის დასაკნინებლად

ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გასცა პასუხი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს და მას შავი პიარი უწოდა. 

ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მან მობილური ტელეფონები გადასცა არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო მოსამსახურეებს, ოფიცრებს, რომლებიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ და რამდენიმე დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს. ასევე, აღნიშნა, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი ჯილდოს სახით პრემიაც გადაეცათ. 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი მობილური ტელეფონი სამოქალაქო პირისთვის არ მიჩუქნია, მე თვითონ მაქვს ძველი მოდელი აიფონი და მეტიც, მე არც კი ვსარგებლობ კორპორატიული მომსახურებით ჩემს მობილურ ნომერზე. მე თვითონ ვიხდი ჩემი მობილურის გადასახადს, ასევე, საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნის დროს მე თვითონ ვიხდი როუმინგის გადასახადებს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი,“ - განაცხადა მინისტრმა. 

მინისტრმა ისაუბრა ალკოჰოლური ხარჯებისა და სასაჩუქრე კალათების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს გახლდათ წარმომადგენლობითი ხარჯი, რაც მიღებული პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში და ტენდერის გამოცხადებას არ საჭიროებდა: „ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯი, სხვა ხარჯი ვერ იქნება. ანალოგიურია ის სასმელები, რაზეც მეორე სერია იყო ამ შავი პიარის, ესეც ახალ წელს ჩვენი დაღუპული გმირების, გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებს გადავეცით.“ 

მინისტრმა აღნიშნა, რომ შესყიდვების ვებ-გვერდზე იტვირთება აბსოლუტურად ყველა ხელშეკრულება, გარდა საიდუმლო შესყიდვებისა. მან ასევე უპასუხა მისი ოჯახის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს: „მე არაერთხელ აღვნიშნე, არ ვმალავ, რომ ვარ შეძლებული ოჯახიდან. ჩემმა ოჯახმა მარტო 2007 წელს მოახდინა რეალიზაცია ერთ-ერთი მსხვილი კომერციული ფართის რუსთაველის გამზირზე. ეს არასდროს არ დამიმალავს, თუ ეს მიკრძალავს მე ჩემს საქმიანობას? პირიქით, ჩემი აზრით, ეს არის მოტივაცია, რომ უფრო მეტად მოვუფრთხილდეთ და უფრო მეტი სიმკაცრით მივუდგეთ ფინანსების ხარჯვის საკითხს.”





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics