14:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 10:34:11, 436 ნახვა

საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - ყველაზე დიდი ნაწილი დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებს ეგრეთწოდებული რელიგიური თვალსაზრისით, ამის საშუალებას ჩვენ აღარ დავტოვებთ

ყველაზე დიდი ნაწილი დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებს სწორედ ამ ეგრეთწოდებული რელიგიური თვალსაზრისით. ამის საშუალებას ჩვენ აღარ დავტოვებთ, ბუნებრივია და სწორედ ეს იწვევს ამ მღელვარებას,- ამის შესახებ  განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თავდაცვის კოდექსზე საუბრისას. 

მისი განცხადებით, აბსოლუტურად არანაირი დისკრიმინაციული ელემენტი არ არის სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით და ეს არის ერთ-ერთი სპეკულირების საგანი. 

„ჩვენ საკმაოდ დიდი ჯგუფის შემადგენლობაში, საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ აღნიშნული კანონპროეტის შემუშავებას, ინიცირებას და ფაქტობრივად, საპარლამენტო განხილვები დავიწყეთ და არცერთი რელევანტური შენიშვნა და კითხვა იქ არ ყოფილა. ესეც ერთ-ერთი სპეკულირების საგანია, რომ ვთქვათ, იქნება რაღაც განსხვავებული რეჟიმი. არანაირი განსხვავებული რეჟიმი არ იქნება. პირიქით, ის ხარვეზი, რაც იყო თავის დროზე დაშვებული, ჩვენ არ შევედით კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსში, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამის პრიმატი და ჩვენ დავუშვით ის ხარვეზი, რაც მოხდა აქამდე,“ - განაცხადა მინისტრმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics