|
2023-02-22 14:25:30, 2136 ნახვა
საზოგადოება
როგორია რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე - IDFI სტატისტიკას აქვეყნებს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოზე გავლენის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 1.46 მილიონი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 5-ჯერ მეტია. ამასთან, 2022 წლის საწყისი 9 თვის განმავლობაში, საქართველოში დარჩა რუსეთის 112,733 მოქალაქე. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში რუსეთის 109.9 ათასმა მოქალაქემ გახსნა. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული აქვთ 2.87 მილიარდი ლარის დეპოზიტები. IDFI-ის ინფორმაციით, ეს რიცხვი, ომამდე პერიოდში, 4-ჯერ ნაკლები იყო. ასევე, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15,186 იურიდიული პირი დააფუძნეს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემების თანახმად: მოქალაქეობა - 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით რუსეთის 551-მა მოქალაქემ მიიღო. ქორწინება - 2022 წელს 5 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დარეგისტრირდა. ბინადრობა - 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434-ს. ქონების შეძენა - 2022 წელს (9 სექტემბრამდე) რუსეთის მოქალაქეებმა სამმართველოში 15,164 შენობა/ ნაგებობა (მათ შორის 13,262 ბინა) და 13,850 მიწის ნაკვეთი შეიძინეს. სკოლის მოსწავლეების რეგისტრაცია - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დარეგისტრირდა 1,841 რუსეთის მოქალაქე. ეკონომიკა - 2022 წელს რუსეთში ექსპორტმა 651 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 41 მლნ-ით აღემატება 2021 წელს. იმპორტი - 2022 წელს რუსეთიდან იმპორტმა 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 812 მლნ-ით აღემატება 2021 წელს. ფულადი გზავნილები - 2022 წელს რუსეთიდან 2.07 მლრდ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით (411 მლნ.) დაახლოებით 5-ჯერ მეტია. ტურიზმი - 2022 წელს რუსეთიდან საერთაშორისო მოგზაურობით მიღებულმა შემოსავალმა 891 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 6–ჯერ მეტია 2021 წელზე. რუბლის ბრუნვა - 2022 წელს საქართველოში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 4.6 მლრდ რუბლი, ხოლო 4.3 მლრდ რუბლი გაყიდეს. IDFI ასევე აქვეყნებს რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში საჯარო უწყებების მიერ დაფარულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც:
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)