|
2023-02-22 12:28:03, 843 ნახვა
საზოგადოება
სააკაშვილის მკურნალი ექიმი - ტენდენცია დამძიმებისკენ მიდის, კვება რჩება არაბალანსირებული
კვება რჩება არაბალანსირებული - პაციენტი არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დავარაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, 20 თებერვალს ექსპრეზიდენტის წონა 67.2 კგ, სხეულის მასის ინდექსი კი, 18.2 იყო. მკურნალი ექიმის თქმით, არასრულფასოვანი კვებისა და წონის კლების მიუხედავად, ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, თუმცა პაციენტის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის. "პაციენტის მდგომარეობა არის შემდეგი - ტენდენცია დამძიმებისკენ მიდის იქიდან გამომდინარე, რომ სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული 20 რიცხვისთვის წონა იყო 67.2 და სხეულის მასის ინდექსი იყო 18.2. დასუსტებულია ძალიან, მწოლიარე მდგომარეობაშია. აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის. ყველაზე სავალალო არის ის, რომ კვება რჩება არაბალანსირებული. არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს. ანუ იმ საკვების ათვისება, რასაც ის იღებს, ხდება. პირღებინება ან გულისრევა ძალიან იშვიათად რომ დაფიქსირდეს, მაგრამ ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს. ამ ეტაპზეც პაციენტის ლაბორატორიული მონიტორინგი ხდება ყოველკვირეულად. მოსალოდნელიც იყო, რომ უმნიშვნელო ცვლილებები არის. ჩვენ ავუხსენით პაციენტს, რომ აუცილებლად უნდა მიიღოს სალათები. პაციენტს სჯერა რასაც ვეუბნები, ვერ ვიტყვი, რომ არ მომყვება. ამ ფონზე ჰემოდინამიკური-რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური. შემოსვლის დღიდან ზუსტად იმიტომ მოთავსდა პაციენტი პალატაში, რომ მისი მაჩვენებლები იყო ნორმის ფარგლებში და მიუხედავად წონის კლებისა და არასრულფასოვანი კვებისა, რჩება ნორმის ფარგლებში", - განაცხადა თამარ დავარაშვილმა.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 3 თვით ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება
კალაძე: „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“ იმ ოლიგარქიული, არაფორმალური ძალების ინსტრუმენტია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს
ბრიუსელში, ევროკომისია წარადგენს ,2026 წლის გაფართოების პაკეტს- პაკეტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს
კახა კალაძე - რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)