01:41 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 12:17:57, 1724 ნახვა

საზოგადოება
„მისი პატიმრობა სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს“ - ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის მოძრაობა დაფუძნდა

ტელეგადაცემიდან - "რა? სად? როდის?" ინტელექტუალებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების ნაწილი "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" აფუძნებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბაჩა შენგელიამ განაცხადა.

შენგელიას თქმით, მოძრაობის მიზანი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საპატიმროდან დროული გათავისუფლება იქნება.

"ნიკა გვარამიას აბსურდული ბრალდებით დაკავებით ქვეყნის ხელისუფლებამ ევროპული მომავალი და კანდიდატის სტატუსი ეჭვქვეშ დააყენა. სრულიად ნათელია, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს, ვნებს ევროინტეგრაციის პროცესს და სცდება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს. დარწმუნებული ვართ, რომ დღეს, ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ნიკა გვარამიას თავისუფლებაზეც გადის. ამიტომაც, ნიკას მეგობრებმა "რა? სად? როდის?" თამაშიდან და მედიასაშუალების წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, დავაფუძნოთ "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა", რომლის მთავარი მიზანი იქნება გვარამიას დროული გათავისუფლება საპატიმროდან და ეს ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით, ქვეყნის გარეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან მჭიდრო კოორდინაციით იქნება შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში", - განაცხადა ბაჩა შენგელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics