|
2022-12-20 14:34:32, 886 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე - ძალიან გამხდარია, უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვერ წარმომიდგენია
გამხდარი არის ძალიან, მე უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვერ წარმომიდგენია, - ამის შესახებ ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მისი სურვილია, რომ მესამე პრეზიდენტმა მკურნალობა უცხოეთში გააგრძელოს. "მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საუბარი, ამ ბოლო დროს, არ ეხება ამქვეყნიურ ამბებს, ეხება ძირითადად სულიერ საკითხებს იმიტომ, რომ მეც გამოვაცხადე ამის წინ და ახლაც მინდა ვთქვა, რომ მე ხმამაღლა ვამბობ ჩემს პირად სურვილს - მე მინდა, რომ ამ ადამიანმა აუცილებლად გააგრძელოს მკურნალობა უცხოეთში. ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს და შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოც ჯანმრთელობისთვისაც არის და დავიწყებული ცოდვების მიტევებისთვისაც და წავუსვი ზეთი მთელ სხეულზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ზეთი კურნავს ადამიანს მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამის იმედად არ უნდა ვიყოთ და მან უნდა იმკურნალოს. მთელი ამ საიდუმლოების დროს იწვა და თვალები ჰქონდა დახუჭული... გამხდარი არის ძალიან, მე უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვერ წარმომიდგენია. მე სულ ვამბობ, რომ რამდენი შევდივარ, იმდენი უარესად მხვდება, მაგრამ დღეს საერთოდ ვერ ვიტყვი ვერაფერს იმიტომ, რომ იწვა და შეუძლებელია, ამ ორი საათის განმავლობაში კონტაქტური იყოს ადამიანი, როდესაც მასზე ასეთ დიდ, ძლიერ ლოცვებს კითხულობენ. ჯანმრთელი ადამიანიც კი, თვალს დახუჭავს და ისე მოისმენს", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბრალს სდებენ თვითლიკვიდაციისკენ მიდრეკილებაში, თუმცა ეს სცენარი გამორიცხულია. "ზოგადად, ქრისტიანისთვის სასიკვდილო ცოდვად ითვლება თვითლიკვიდაციისკენ ნებისმიერი მიდრეკილება. ამაში ადანაშაულებენ მას და მე ვამბობ, რომ ეს დიდი ცოდვაა ძალიან ქრისტიანისთვის და მე ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი აღსარებას ამბობს და ეზიარება, ამიტომ ჩემთვის, როგორც მოძღვრისთვის ეს სცენარი გამორიცხულია", - განაცხადა ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა.
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)