|
2022-12-19 16:50:45, 1005 ნახვა
საზოგადოება
მეგო ბარათი, ბაზისბანკის საკრედიტო ბარათი ახალი დიზაინით და პირობებით
19 დეკემბრიდან, ბაზისბანკი, საქართველოში პირველ საკრედიტო მეგო ბარათს, ახალი დიზაინითა და გაუმჯობესებული, კლიენტის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით სთავაზობს მომხმარებელს. საკრედიტო ბარათი იდეალური საშუალებაა შოპინგის ან გაუთვალისწინებელი ხარჯის დროს, როდესაც ხელფასამდე ცოტა დროა დარჩენილი. მეგო ბარათის მეშვეობით კი, მომხმარებელი შეძლებს, ისარგებლოს 55 დღიანი უპროცენტო საშეღავათო პერიოდით, საკომისიოს გარეშე გადაიხადოს პროდუქტის ან მომსახურების ღირებულება და მიიღოს ქეშბექი, ათვისებული თანხის 1%-ის ოდენობით. მეგო ბარათით სარგებლობა შესაძლებელია ყველაზე მაღალი, 30,000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით და დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ყოველთვიური შენატანის ოდენობა კი ათვისებული თანხის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ბარათის ერთ-ერთ უპირატესობას, ბაზარზე არსებულ ბარათებთან შედარებით, ბანკომატში განაღდების დაბალი საკომისიო განაპირობებს, რაც 2.5%, მინიმუმ 1 ლარია. „ბაზისბანკმა, 2006 წელს, საქართველოში პირველმა, შესთავაზა მომხმარებელს ქართული რეალობისთვის სრულიად ახალი საბანკო პროდუქტი - საკრედიტო ბარათი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა იმაზე, რომ მეგო ბარათს მიეღო ახალი, თანამედროვე ვიზუალი და, ამასთანავე, მაქსიმალურად ყოფილიყო მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. დღეიდან კი, ამაყად შეგვიძლია შევთავაზოთ სრულიად ახალი ტიპის საკრედიტო ბარათი, რომელიც ითვალისწინებს მათ ინტერესებს და, პირობებისა და მოქნილობის კუთხით, კონკურენტუნარიანია ბაზარზე არსებულ საკრედიტო ბარათებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მეგო ბარათი სრულად გაამართლებს მომხმარებლის მოლოდინებს.“ - ბაზისბანკის პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარეხ საჯაია.
გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)