|
2022-11-30 09:29:33, 1419 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის ანძა ცისარტყელას ფერებში აინთო, სრული სიცრუეა
თბილისის მერია ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო და აცხადებს, რომ ინფორმაცია სიცრუეა. მერიის განცხადების თანახმად, თბილისის ანძა "მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობასთან” დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, შესაბამისი პროექტის ლოგოს ფერებში განათდა. „გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროექტი - "მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობა" 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ანძა განათდა პროექტის ლოგოს ფერებში (ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი)”,- აღნიშნავს მერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)