|
2022-11-28 12:52:10, 821 ნახვა
საზოგადოება
სამნიძე - საპატრიარქო არის ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება
საპატრიარქო არის ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, - ასე ეხმაურება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ცხრამუხაში მომხდართან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. როგორც სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს საპატრიარქო საზოგადოებაში სიძულვილის დათესვას ცდილობს. "საპატრიარქო არის ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს, საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს კიდეც ძალადობა. სამწუხაროდ, ის ფინანსდება ხალხის ფულით და ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ ხარკის გადახდით გამოიყენოს ეს ინსტიტუცია და იყენებს საკუთარ ძალაუფლებას. მას აქვს დიდი ძალაუფლება იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე", - აცხადებს ხათუნა სამნიძე. ცნობისთვის, გუშინ, 27 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მომხდართან დაკავშირებით საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მედია "ამორალურობისა და დაუნდობლობაში" დაადანაშაულა. "ა.წ. 26 ნოემბრის ღამეს ხაშურში ჩადენილი შემაძრწუნებელი ფაქტი როგორც ჩვენგან, ისე საზოგადოებისგან უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონოზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც... რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია. ამავე დროს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით დიდი გულისტკივილის გამოხატვისა და ჩვენი მწუხარების გაზიარებისათვის. ვიმედოვნებთ, ობიექტური გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. უფრო ადრე, ცხრამუხის დედათა მონასტრის ინციდენტი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ მასმედიის ზოგიერთ საშუალებას, თეოლოგებსა და ექსპერტებს დაუკავშირა. "როგორ მივედით აქამდე?! - ყოველგვარ ქმედებას წინ აუცილებლად უძღვის მოტივაცია, საკრალურის შეურაცხყოფას კი - დამახინჯებული იდეოლოგია, რომელიც დესაკრალიზაციის გზით ხსნის ყველა ბარიერს და პროფანაციას ეწევა იმისა, რაც მასაზრდოებელი უნდა იყოს ადამიანთა სულიერი ცხოვრებისა. გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების (,,მთავარი არხი", ,,ტვ პირველი", ,,ფორმულა"), „თეოლოგის“ თუ „ექსპერტის“ მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს", - დაწერა ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, 26 ნოემბერს ცხრამუხის დედათა მონასტრის დაყაჩაღება სცადეს, რა დროსაც დედათა მონასტრის მკვიდრ მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. დედა ანა თავდაპირველად ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანებების გამო, მისი გადმოყვანა თბილისში გახდა საჭირო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)