|
2022-11-28 12:26:36, 886 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში დააკავეს 18 წლის გოგო, რომელმაც სუპერმარკეტის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა
რუსთავში, გვიან ღამით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელი დაჭრეს. ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე, სავარაუდოდ, 18 წლის გოგოა, რომელმაც 20 წლის გოგონა ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრა. კლინიკის დირექტორის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი. "შემოიყვანეს, შემავალი ჭრილობა იყო მუცელში. სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული დაზიანებები, იარაღით არ არის. მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია, არაფერი ისეთი საფრთხეები არ იკვეთება",- განაცხადა კლინიკის დირექტორმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირი უკვე დააკავეს და გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)