22:57 - 04 Nov, 2026
|
2022-11-27 13:38:54, 1109 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და გინესის სარეკორდო შედეგი კიდევ ერთხელ დააფიქსირა. 60 სმ პლათფორმიდან 1 წუთის განმავლობაში შეასრულა აზიდვების 124 მოძრაობა. მისი ახალი რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა და უახლოეს დღეებში აღნიშნული შედეგი გინესის მსოფლიო რეკორდების ფედერაციის ოფისში გაიგზავნება. ირაკლი როსტომაშვილისთვის სხვადასხვა სტილით აზიდვებში დამყარებული რიგით მეოთხე მსოფლიო რეკორდია და შესულია გინესის რეკორდების წიგნში. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის სარეკორდო გამოსვლა ტექნიკურ-მატერიალური ბაზით უზრუნველყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)