|
2022-11-25 16:29:59, 993 ნახვა
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 1400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი გაანადგურა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა. სააგენტომ შპს „ქოჩ ჰოლდინგს“ სავაჭრო დასახელებით „ჩვენი ყასაბი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. N198, ს/კ 406221501) კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა. "სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ობიექტის შემოწმებისას, გამოავლინეს 1400 კილოგრამი ვადაგასული ხორცი, ხორცპროდუქტები (ფარში, სუბპროდუქტები) და ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე (სასაკლაოს გვერდის ავლით). აღნიშნული სურსათი სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა",- წერია განცხადებაში. ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ შეძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)