07:09 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 21:25:37, 1041 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძის განცხადებით, თბილისში უკვე მეხუთე საფეხბურთო ცენტრი აშენდა.

"თქვენ იცით, ზოგადად სპორტი რამდენად პოპულარულია საქართველოში, განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან ფეხბურთის მიმართ. ასეა მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან უყვართ სპორტის ეს სახეობა. ძალიან მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით, ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. დიდ დიღომში საბავშვო სპორტული ცენტრი გაიხსნა, თანამედროვე მოედნით, გასახდელებით, საშხაპეებით. ასევე, დამონტაჟდა სკამები გულშემატკივრებისთვის. ძალიან მიხარია, რომ აქ მცხოვრებ მრავალრიცხოვან პატარებს შესაძლებლობა ექნებათ, მათსავე რაიონში, უბანში ივარჯიშონ და გააგრძელონ სპორტული საქმიანობა. მათ უწევდათ სხვადასხვა რაიონებში სიარული, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც სერიოზული პრობლემა იყო მათი ოჯახებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას. ეს არის გრანტით განხორციელებული პროექტი, ამ ტიპის ხუთი პროექტი განვახორციელეთ თბილისში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ის მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ბევრი ასეთი სივრცე შეიქმნას ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სპორტი და ფეხბურთი უყვარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალ საფეხბურთო ცენტრში საფეხბურთო სკოლის მოსწავლეების ღია ვარჯიში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი
განათებით, ტრიბუნით, ადმინისტრაციული შენობითა და გასახდელებით.

საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენების ვალდებულებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აშენდა. კომპლექსის მოვლა-პატრონობას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის გამოყენებას ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები უსასყიდლოდ შეძლებენ. მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ვაკეში, ნუცუბიძის პლატოზე, გლდანში და ვარკეთილში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics