08:49 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 15:53:13, 997 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი ეჭვობს, რომ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული განცხადება, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაწერილი არ არის

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ეჭვობს, რომ განცხადება, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაწერილი არ არის.

როგორც ხაჭაპურიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, რომ სოციალურ ქსელში "პოსტები" აქვეყნოს.

"მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა ეს პოსტი, ამას გავარკვევ ცოტა ხანში. ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს საშუალებას, პოსტები აქვეყნოს", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქზე" დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაზე, სადაც მესამე პრეზიდენტი მის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ხაზგასმით აცხადებს, რომ არასდროს, არც ერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი აქვს. 

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება".

ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას გუშინ, 20 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა.

უწყებამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია".

დღეს ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, შესაძლო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავენ, რათა "ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ".

პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის საკითხზე კიდევ ერთი განცხადება დღეს „ვივამედშიც" გაკეთდა. კლინიკის დირექტორი, ზურა ჩხაიძე ამბობს, რომ პაციენტ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევები არაერთგზის აქვს ჩატარებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics