08:53 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-20 11:15:21, 1139 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციური - სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი დასკვნა ჩვენთვის არავის მოუწოდებია

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით მისი ადვოკატის, ვალერი გელბახიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოწამვლის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.

"მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია. 

მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები. 

საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, ვალერი გელბახიანმა გუშინ, 19 ნოემბერს განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics