|
2022-11-18 13:33:58, 1298 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩეხი სპეციალისტების ვიზიტი გაიმართა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) სპეციალისტების ვიზიტი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს განვითარებისა დასოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჩეხმა კოლეგებმა მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში სწავლებები ჩაატარეს მიკოლოგიის, ენტომოლოგიის, ფიტოჰელმინთოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიებში. ჩეხი და ქართველი სპეციალისტები მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე ტყის მასივებში იმყოფებოდნენ. მერქნოვან მცენარეთა ხმობის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, მოხდა ნიმუშების შეგროვება და ლაბორატორიულ პირობებში გამოკვლევა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამართულ სწავლებებს თბილისისა და ბათუმის ლაბორატორიის სპეციალისტები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)