08:52 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 12:12:34, 1155 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნიამ „წყლისა და ჯანმრთელობის პროტოკოლის“ წევრთა მე-6 სესიაში მიიღო მონაწილეობა

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით 16-18 ნოემბერს ჟენევაში ,,წყლისა და ჯანმრთელობის პროტოკოლის" მხარეთა მე-6 სესია გაიმართა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ,,წყლისა და ჯანმრთელობის პროტოკოლი" წყალთან დაკავშირებული დაავადებების შემთხვევების შემცირებას ითვალისწინებს. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, გასული ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, წყლისა და სანიტარიული მომსახურება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 

მაღალი რანგის წარმომადგენლების დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

"სამედიცინო დაწესებულებებში WASH-ის (წყალით უზრუნველყოფა, სანიტარია და ჰიგიენა) სტრატეგიის დანერგვას, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია,  ინფექციური კონტროლის უზრუნველყოფისთვის, ასევე ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციისთვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია.

სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მონიტორინგს ჰოსპიტლებში WASH -ის სტანდარტების დანერგვაზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის",- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ღონისძიებაზე ქვეყნებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ეფექტური ჩარჩოს შემუშავება,რათა გაიზარდოს წყლისა და სანიტარული სექტორების მდგრადობა და შემცირდეს წყალთან დაკავშირებული დაავადებების შემთხვევები.  ამ მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია WASH (წყალით უზრუნველყოფა, სანიტარია და ჰიგიენა) სტრატეგიის დანერგვა სამედიცინო დაწესებულებებში, ანტიბიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გაძლიერება და სექტორთა შორის თანამშრომლობა წყლის რესურსის რაციონალური მოხმარებისთვის. 

სესიაში, ასევე, მონაწილეობენ  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსი ნანა გაბრიაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics