|
2022-11-18 10:58:09, 1093 ნახვა
საზოგადოება
მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება
მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრები მაკედონიის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდის წარმომადგენლებთან გამართეს, სადაც წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენის კუთხით მაკედონიის გამოცდილებას გაეცნენ და შესაძლო გამოწვევებზე რეაგირების მექანიზმებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებზე ზღვრული ფასების გამოსათვლელად, შერჩეული ჰყავს 4 რეფერენტული ქვეყანა, რომელთა შორის ერთ-ერთი მაკედონიაა. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდებაა. საქართველოში, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები 2023 წლის დასაწყისიდან დაწესდება. პირველ ეტაპზე, ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება, შემდეგ კი სხვა სამკურნალო საშუალებებსაც შეეხება. სამუშაო პროცესში ჩართულები არიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, რათა მედიკამენტების ფასების რეგულირების ახალი მექანიზმის დიზაინი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სპეციფიკის და კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდეს. პროცესი, უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)