|
2022-11-17 16:14:40, 1003 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბულგარეთის ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბულგარეთის ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა წყლის რესურსების მართვის, საქართველოში სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის კუთხით ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებზე. როგორც მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქვეყანაში მიმდინარეობს ფიტოსანიტარიული მიმართულებით ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი, რომლის განხორციელების პროცესშიც ბულგარეთს ექსპერტების ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. პროექტი ფერმერთა კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ევროკავშირის ბაზარზე წვდომას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებას, როგორიცაა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავება. აღინიშნა, რომ საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია, საკმაოდ მაღალია თაფლის ექსპორტის მაჩვენებელი. შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა წარმატება უსურვა ბულგარეთის ახალ ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის განხორციელების საქმეში. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ბულგარეთის ელჩის მოადგილე ილია ნაჩევი ესწრებოდნენ.
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)