09:50 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 15:34:17, 733 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები უცხოელ კოლეგებთანაც. ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

მათივე ცნობით, 2021 წლიდან სამდივნოს თავმჯდომარე ქვეყანა ბულგარეთია და წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მინისტერიალს სოფია მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ. შეხვედრის შემდეგ მონაწილეები ერთობლივ განცხადებასაც გაავრცელებენ.

"სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე, რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს გარდა, მინისტერიალის წევრები არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, აშშ, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი და მონტენეგრო.

დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს მოლდოვა. საქართველომ მინისტერიალის დამკვირვებლის სტატუსი 2006 წელს მიიღო, 2013 წელს კი ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით მიმართა. საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა. 2017 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics