|
2022-11-15 12:28:24, 1173 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე - მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს, ძნელად ამოძრავებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს და ძნელად ამოძრავებს. მისი თქმით, ექსპრეზიდენტს გაუსაძლისი ტკივილები აქვს, რის გამოც, გამაყუჩებლებს აძლევდნენ, ახლა კი გამოკვლევაც დაიწყო. "ჯერ ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ ტუბერკულოზის არსებობის საკითხს. მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს, ძნელად ამოძრავებს. პრობლემები აქვს და გაუსაძლისი ტკივილები. გამაყუჩებლებს აძლევდნენ, ახლა კი დაიწყო კვლევა. დაველოდოთ შედეგებს",- ამბობს ხაჭაპურიძე. ცნობისთვის, 8 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია და ტუბერკულოზი დაუდგინდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ტუბერკულოზით არ შემოსულა, თუმცა დიაგნოზი გერმანელმა ექსპერტებმა დაუსვეს. აღნიშნული დიაგნოზი ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად ბრიტანეთიდან მოწვეული ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა ჩამოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)