10:43 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 16:09:25, 1270 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის რაიონში, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული კოლექტორი იწმინდება

კრწანისის რაიონში, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული კოლექტორი იწმინდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სადრენაჟე და სანიაღვრე ექსპლუატაციის დეპარტამენტის თანამშრომლები დედაქალაქის მასშტაბით არსებული კოლექტორების გაწმენდის სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. 

ამჟამად, სამუშაოები კრწანისის რაიონში, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ კოლექტორში მიმდინარეობს, სადაც 400 მეტრი სიგრძის ნაგებობა სხვადასხვა ტიპის ნარჩენისგან გაიწმინდება.

სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის 25 თანამშრომელი და რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა.

პროცესს კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია, კრწანისის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე ადგილზე გაეცნენ. 

სამუშაოები, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში იწარმოებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics