11:13 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 14:54:49, 1416 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა 100 წლის ეკატერინე ბადადგულოვას საიუბილეო თარიღი მიულოცა

დედაქალაქის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა უსურვა და მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის.

„მინდა, მოგილოცოთ 100 წლის იუბილე, რომლის უკან დგას თავდაუზოგავი შრომა. ალბათ იყო სირთულეებიც, მაგრამ არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შრომას მოაქვს შედეგი. ეს შედეგი კი თქვენ მიერ აღზრდილი არაერთი თაობაა, რომელთა ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ეკატერინე ბადადგულოვამ თბილისის N118 სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად 50 წელი იმუშავა და დღემდე, 100 წლის ასაკში შვილთაშვილის განათლებაზე ზრუნავს.

როგორც მან თბილისის მერთან საუბრისას განაცხადა, ზარმაცი მოსწავლე არ არსებობს და ყველა ბავშვს აქვს განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობა - მთავარია, პედაგოგმა მასში ეს პოტენციალი დაინახოს.

„მადლობას გიხდით ჩემი დაფასებისთვის, დღეს აქ სტუმრობისთვის. ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო მხოლოდ ერთია - უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ადამიანები და საქმე, რომელსაც ემსახურები. ყველას დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ“, - განაცხადა ეკატერინე ბადადგულოვამ.

დედაქალაქის მერთან ერთად, 100 წლის იუბილართან სტუმრად თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი იმყოფებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics