|
2022-11-08 14:44:27, 800 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის“ შემუშავებასთან დაკავშირებული პირველი შეხვედრა გაიმართა
დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავების მიზანია დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნებისა და მართვის შესაბამისი მიდგომების განსაზღვრა. მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა. თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრაზე, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, ყურადღება მენეჯმენტის გეგმის მომზადების პრინციპებსა და ეტაპებზე გამახვილდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკითხებს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს მენეჯმენტის გეგმაში და რომლის შესრულებაც ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიის მდგრად მართვას, მათ შორისაა: დაცული ტერიტორიების დაცვა-პატრულირება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, ეკოტურიზმის განვითარება, ხანძრების, მავნებელ დაავადებათა მართვა, გარემოსდაცვითი განათლება და საზოგადოებასთან ურთიერთობა, ადმინისტრაციის თანამშრომელთა ცოდნისა და უნარების გაძლიერება. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნების და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული - დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ - დებულების შესაბამისად მიმდინარეობს. თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მმართველობის რეფორმის ფონდის GRF პროგრამის ფარგლებში. სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)