12:13 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 14:06:07, 901 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ტუბერკულოზი და დემენცია დაუდგინდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დემენცია და ტუბერკულოზი დაუდგინდა. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ Georgian Times-ის ეთერში საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ტუბერკულოზით არ შემოსულა, თუმცა დიაგნოზი გერმანელმა ექსპერტებმა ცოტა ხნის წინ დაუსვეს. 

"დემენცია ერთი კი არა, ერთ-ერთია იმ ჩამონათვალიდან, რაც მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზებში აქვს. დღეს კი მას ტუბერკულოზის ჩხირი დაუდგინა. თქვენ რას ფიქრობთ, რომ სააკაშვილი საქართველოში ტუბერკულოზით შემოვიდა? მე მეეჭვება. მის ტუბერკულოზზე პასუხი 1 საათის წინ გერმანელებისგან მომივიდა. კლინიკა ვივამედამდე ის რუსთავის ციხეში, გლდანის მე-18 დაწესებულებასა და გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა, არ ვიცი, კონკრეტულად სად დაემართა. თუმცა, ეს პასუხი გერმანიიდან 1 საათის წინ ჩამოვიდა. თვითონ ეს ჯერ არც იცის, მე ამას საჯაროდ ახლა პირველად ვამბობ", - ამბობს ხაჭაპურიძე. 

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად ბრიტანეთიდან მოწვეული ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა ჩამოვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics