|
2022-11-08 13:36:58, 913 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკს სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი ჰყავს
ბაზისბანკს, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, ახალი წევრი ჰყავს. ნიკოლოზ ენუქიძე, 2022 წლის 3 ნოემბრიდან, ბორდის დამოუკიდებელ წევრად დაინიშნა. ბაზისბანკში იგი ასევე დაიკავებს რისკების კომიტეტის თავმჯდომარის და აუდიტის კომიტეტის დამოუკიდებელი წევრის თანამდებობებს. ნიკოლოზ ენუქიძე არის საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, ფლობს მერილენდის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების (MBA) მაგისტრის ხარისხს. აღსანიშნავია, რომ ფინანსურ ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, 2006-2008 წლებში, ნიკოლოზ ენუქიძეს, საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია ეკავა, ხოლო 2008-2010 წლებში საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია. მან ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშა ლონდონის ბირჟაზე ბანკის წარმატებულად გასვლაში. 2013-2021 წლებში სხვადასხვა წამყვან პოზიციას იკავებდა თიბისი ბანკში, მათ შორის იყო რისკების კომიტეტის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2017 წლიდან - დღემდე Yelo Bank-ის (აზერბაიჯანი) სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ არააღმასრულებელ წევრად მუშაობს. ნიკოლოზ ენუქიძე, სხვადასხვა წლებში, ასევე მუშაობდა კორპორატიული ფინანსების მმართველ დირექტორად უკრაინის წამყვან საინვესტიციო ბანკ Concorde Capital-ში, იყო ABN AMRO-ს კორპორატიული ფინანსების ასოცირებული დირექტორი ლონდონში და Global One Communications LLC-ის ბიზნესის განვითარების უფროსი მენეჯერი აშშ-ში.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)