13:08 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 13:40:35, 1458 ნახვა

საზოგადოება
გათბობის თანამედროვე სისტემები

ზამთარი მოახლოვდა და ცენტრალურ გათბობის სისტემებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. გათბობის სისტემა მთელ მსოფლიოში აქტუალური პროდუქტია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის.  კეთილმოწყობილი სამუშაო და საცხოვრებელი სივრცე ადამიანის პროდუქტიულობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე, მაღალი ხარისხის გათბობის სისტემების შერჩევა/მონტაჟი მხოლოდ პროფესიონალებს უნდა ანდოთ.

რა შევიძინოთ თერმოინდუსტრიაში?

თერმოინდუსტრია საქართველოს ბაზარზე წამყვანი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის გათბობის სისტემებს სთავაზობს. ევროპიდან იმპორტირებული, ISO სერტიფიკატის მქონე, პროდუქციის მონტაჟსა და შერჩევას კომპანიის ტექნიკური გუნდი უზრუნველყოფს, ამიტომ აქ გათბობის სისტემებთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურების სრულყოფილად მიღება შეგიძლიათ.

ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს შორისაა ბუნებრივ აირზე და მყარ საწვავზე მომუშავე კედლის ქვაბი. თუ ეკონომიურ ვარიანტს ეძებთ, არჩევანი კომპაქტურ კედლის ქვაბზე უნდა შეაჩეროთ. მნიშვნელოვანია სახლის ფართობის მიხედვით განსაზღვროთ მისი სიმძლავრე, რათა სითბო მთელ შენობაში ეფექტურად გადანაწილდეს. გაითვალისწინეთ, რომ თუ ბინა შავ კარკასულ მდგომარეობაშია უმჯობესია გათბობის ყველაზე ხარისხიანი მილები იატაკში მოათავსოთ, ხოლო გარემონტებულ სივრცეში მისი გაყვანა კედლებზეც არის შესაძლებელი. ამ დროს ეკონომიის გაკეთება და საშუალო ხარისხის მილების შერჩევა დასაშვებია, რადგან დაზიანების შემთხვევაში იატაკის აყრა არ მოგიხდებათ და პრობლემის წყაროს მარტივად იპოვით.

მნიშვნელოვანია გათბობის სისტემის მონტაჟისას სწორად შეარჩიოთ რადიატორიც. სივრცის მიხედვით გაანგარიშებული თბოდანაკარგი სწორი პროდუქციის არჩევაში დაგეხმარებათ, ხოლო რადიატორის მასალა თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროთ. თუ სექციურად მარტივად დასაყოფ რადიატორს ეძებთ არჩევანი შეაჩერეთ ალუმინის რადიატორზე. თუ დაბალ ტემპერატურაზე შეუფერხებლად მომუშავე, სტანდარტული რადიატორები გსურთ, მაშინ ფოლადის მასალა აირჩიეთ. ყველაზე გამძლედ სპეციალისტები თუჯის პროდუქციას ასახელებენ, რომლის ექსპლუატაციის ვადა 50 წელია. ის გამოირჩევა კოროზიამედეგობით და სითბოს ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს.

ცენტრალური გათბობის სისტემების მონტაჟის მნიშვნელოვანი პუნქტია მილების შეფუთვა და ქვაბის სპეციალურ კარადაში მოთავსება. ამ დეტალის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, ყინვის დროს გაზარდოს დაზიანების რისკი და თქვენ მიერ დახარჯული რესურსები გააორმაგოს.

გათბობის სისტემების შერჩევა გრძელვადიან მოხმარებაზე გათვლილი ნაბიჯია, ამიტომ ამ საკითხისადმი სერიოზული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აუცილებელია. იმისთვის, რომ თქვენ მიერ შერჩეულმა სისტემამ ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედოს და სიამოვნება მოგანიჭოთ, გირჩევთ სხვათა შეცდომებზე ისწავლოთ, თავი აარიდოთ კუსტარულად დამონტაჟებულ აგრეგატებს და პროფესიონალ გუნდს მიმართოთ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს - სულ დაკავებულია 8
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics