|
2022-11-03 16:09:00, 1137 ნახვა
საზოგადოება
დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მარათონში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ საზღვაო ქვეითთა ყოველწლიურ მარათონში (Marine Corps Marathon) მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის სამინისტროს გუნდის წევრებმა - ილარიონ თამაზაშვილმა, აკაკი ბზეკალავამ, ვალერი ბერიანმა 42 კილომეტრიანი დისტანცია 4 საათში 50 წუთში წარმატებით დაფარეს. მონაწილეებს სამახსოვრო მედალები გადაეცათ. ქართველ სამხედროებთან ერთად, მარათონში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტალიის, კანადის, დანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებმა ერთმანეთს პრობლემების დაძლევის გამოცდილებაც გაუზიარეს. საზღვაო ქვეითთა მარათონი მიზნად დაჭრილი-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)