14:13 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 14:19:51, 1090 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი დაიწყო

ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნული კორპუსი ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს, საიდანაც 36 ოჯახია გაყვანილი.,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სადემონტაჟო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

მისი თქმით, ავარიული შენობის დემონტაჟი წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო ახალი კორპუსის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. მოსახლეობას კუთვნილი ბინები გარემონტებული ჩაბარდება, მანამდე კი მათ ქირით მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

„დავიწყეთ ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რაც ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინასაარჩევნო დაპირება იყო. სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი შენობაა, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული. ეს არის პირველი საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სამგორის რაიონში არსებული ნაგებობის დემონტაჟი ხორციელდება. კორპუსი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დემონტაჟი წლის ბოლომდე დასრულდება, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და 24 თვეში აქ მცხოვრებ 36 ოჯახს, რომელიც დღეს მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი, ჩაბარდება სრულიად ახალი კორპუსი, გარემონტებული საცხოვრებელი ფართებით. პარალელურად, მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 20-ზე მეტი პროექტის განხილვა. ისინი სხვადასხვა ეტაპზეა და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მომდევნო დღეებში მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის აღნიშნული პროგრამით სხვა ავარიული შენობებიც ჩანაცვლდება.  ამ ეტაპზე, პროგრამაში ჩართულია 20-ზე მეტი პროექტი, რომლებიც სხვადასხვა საპროცესო ეტაპზეა.

სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რევაზ სოხაძე გაეცნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics