14:13 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 12:57:30, 1576 ნახვა

საზოგადოება
მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) შესყიდვების მიმართულების დირექტორს ანი კლერ ჰოვარდს შეხვდა. 

სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების მიმართულებით არსებული სიტუაცია და ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა გააცნო. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომის დანერგვას, ეკოეტიკეტირებისა და ეკოინოვაციების წახალისებას. 

გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მდგრად საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული აქტივობები, რაც, მომავალში, ხელს შეუწყობს  აღნიშნული მიდგომის დანერგვას. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment  პროგრამის აქტივობების განმახორციელებელია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP), რომელიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით აქტიურად მუშაობს მდგრადი საჯარო შესყიდვების დანერგვისა და პოპულარიზაციის მიზნით. აღნიშნული ღონისძიებები მოიცავს კანონმდებლობის გაუმჯობესებას მდგრადი საჯარო შესყიდვების დებულებების დასანერგად. მდგრადი საჯარო შესყიდვების დებულებები მოცემულია ახალ საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. 

შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი, თამარ ალადაშვილი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, კახა დემეტრაშვილი ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics