15:12 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 16:25:20, 1104 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ოთხ მისამართზე 124 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა

საბურთალოს რაიონში, ოთხ მისამართზე, ავტოფარეხების ნაცვლად, კეთილმოწყობილი სივრცეები იქნება. ცინცაძის ქ. N42, შარტავას ქ. N4-6, დოლიძის ქ. კორპუსი N28-სა და ფანჯიკიძის N10-ის მოსახლეობის სურვილით, ჯამში, 124 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.

ცინცაძის ქ.42-ის მიმდებარედ არსებული სივრცე უკვე კეთილმოეწყო, სადაც რამდენიმე ავტოფარეხი სკვერის ტერიტორიაზე იყო შეჭრილი. პროექტის მიხედვით, მოეწყო განათების სისტემა, ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა და დაიდგა საპარკე ინვენტარი. 

დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ  და საკრებულოს წევრმა ლევან არველაძემ დაათვალიერეს. 

„მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას და ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ იმისთვის, რომ ავტოფარეხების ადგილზე კიდევ არაერთი ლამაზი დასასვენებელი სივრცე მოეწყოს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძე. 
სივრცის მოწყობისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 151 501 ლარი დაიხარჯა.

ასევე, დოლიძის ქ. კორპუსი N 28 და ფანჯიკიძის  ქ. N 10-ში  მოსახლეობასთან შეთანხმებით  ეზო კეთილმოეწყო. ორივე მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარი. ფანჯიკიძის ქუჩაზე  საბავშვო სივრცეც  მოეწყო. ამ დროისთვის, დოლიძეზე დარჩენილია გამწვანების სამუშაოები. 

ასევე, საბურთალოს გამგებელი შარტავას ქ. N4-6-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და  პირველ ეტაპზე, დაიგეგმა წყალარინების მოწესრიგება და ეზოს მოასფალტება, რის შემდეგაც სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყობა. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics