15:12 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-30 16:57:24, 1315 ნახვა

საზოგადოება
მიტროპოლიტი შიო - დღეს ურწმუნო და არაქრისტიანული სამყარო სიმდაბლის ცნებას შეურაცხყოფს

ურწმუნო, არაქრისტიანული სამყარო სიმდაბლის ცნებას, სამწუხაროდ, შეურაცხყოფს, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. 

მიტროპოლიტის თქმით, სიმდაბლე გამოავლენს ჩვენში ყველაფერ საუკეთესოს, რაც კი არის ადამიანში, მაგის გარეშე კი, ადამიანის ცხოვრება აღარ არის ადამიანური.

"დღეს ურწმუნო, არაქრისტიანული სამყარო სიმდაბლის ცნებას, სამწუხაროდ, შეურაცხყოფს. იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს დიდი და ბევრი მიღწევა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ თუ იგი არ სწავლობს და არ იმეცნებს სულიერ კანონებს, მიუხედავად მისი მიღწევებისა, იგი სულიერ კანონებსა და სულიერი ცხოვრების კანონებში ვერ ერკვევა. მას არაფერი გაეგება. ამიტომ ასეთი ადამიანები ვერ ხვდებიან, რა მნიშვნელობა აქვს სიმდაბლეს, რაოდენ მაცხოვნებელია ის ადამიანისთვის და რომ სწორედ ეს არის საუკეთესო ნიადაგი ღვთის სიტყვისთვის, რომელსაც შეუძლია, გამოიღოს არა მარტო ყლორტი, არამედ კეთილი ნაყოფიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რატომ არის, რომ სიმდაბლე მოიზიადავს ღვთის მადლს? - იმიტომ, რომ სიმდაბლე გამოავლენს, წარმოაჩენს, ხსნის ჩვენში ყველაფერ საუკეთესოს, რაც კი არის ადამიანში. თქვენ იცით, რომ ადამიანი ღვთის ხატებაა და, შესაბამისად, საკუთარ თავში ატარებს ყველაზე აღმატებულს და ყველაზე წმინდას, როგორც ღვთის ხატება. შესაბამისად, თუ ღმერთი სიყვარულია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანიც თავის საუკეთესო გამოვლინებაშიც არის სიყვარულის. ეს სიმდაბლე ავლენს, წარმოაჩენს ამ სიყვარულს და მხოლოდ სიმდაბლესთან მოდის სულიწმიდის მადლი. სიმდაბლისა და სიყვარულის გარეშე ადამიანის ცხოვრება აღარ არის ადამიანური. სიყვარული კი ადამიანს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლია დამდაბლება, როდესაც მან იცის, რა არის სიმდაბლე, ხოლო აი, ეს სიყვარული და სიმდაბლე მოიხვეჭება საღვთო მადლით, რომელზეც დღეს პეტრე მოციქული საუბრობს: ,,შეიმოსეთ სიმდაბლე, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი",- განაცხადა მიტროპოლიტმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics