|
2022-10-21 21:05:45, 1594 ნახვა
საზოგადოება
მოსამართლე - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბასილაშვილმა დოროყაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენი განმარტა. მისივე თქმით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბასილაშვილმა დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. "ჩვენ გამოვიკვლიეთ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც იყო გარკვეული ეპიზოდები, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი არაეთიკური სიტყვებით მიმართავს ნელი დოროყაშვილს. ასევე არის ეპიზოდები, სადაც ისმის ბილწსიტყვაობა, თუმცა ამის საპირწონედ ჩვენ გვქონდა ამავე ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში ქალბატონი ნელი დოროყაშვილის ქმედებები ქრონოლოგიაში გამოხატული და ჩანაწერების მიხედვით, თავად ქალბატონი ნელი დოროყაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილს, იყო დამცირების შემთხვევები და სამწუხაროდ იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)