2021-03-13 09:33:13, 738 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მაღაზიები, რესტორნები და სკოლები იხურება
იტალიის უმეტეს ნაწილში ორშაბათიდან მაღაზიები, რესტორნები და სკოლები იხურება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომელმაც მოსახლეობა კორონავირუსის მოსალოდნელი ახალი ტალღის შესახებ აცნობა.
ამასთანავე, სამი დღის განმავლობაში, აღდგომის დღესასწაულზე 3-5 აპრილის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული იქნება სრული „ლოქდაუნი“.
„ვიცი, რომ დღევანდელი შეზღუდვები გავლენას იქონიებს თქვენი ბავშვების განათლებაზე, ასევე ეკონომიკაზე და ყელას ფსიქიკურ მდგომარეობაზე“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, იტალიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების 3.2 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, დაღუპულთა რაოდენობა კი, 100 000-ს აჭარბებს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან