2021-03-07 10:45:54, 1025 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 353 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 353 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით 7 192 ადამიანი გარდაიცვალა, მათი საერთო რაოდენობა კი 2 571 823 გახდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ახალი შემთხვევების 44% ევროპის ქვეყნებზე მოდის, მეორე ადგილს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა იკავებს, ხოლო მესამეზე ხმელთაშუაზღვისპირეთია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,