13:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 19:07:29, 678 ნახვა

საზოგადოება
მიკროავტობუსების დაჯარიმება - ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მერიასა და კომპანიაში

ქალაქ თბილისის მერიაში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ყველა მიკროავტობუსი, რომელიც გადაყვანილი იყო გაზზე, დაჯარიმდა და ყველანაირი ნორმების დაცვით პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა - მოხსნილ იქნა გაზის ბალონები.

ასეთი მიკრო ავტობუსების რაოდენობა 101-ს შეადგენს. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსებში“ დაჯარიმების ფაქტს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ თბილისის მერიის განცხადება მიკროავტობუსების დაჯარიმებასთან დაკავშირებით ტყუილია.   

„ მიკროავტობუსები, რომელიც გაზზე იყო გადაყვანილი გადაკეთდა და მათ ამაზე ჯარიმები დაუწესდათ. საქმე სასამართლომდეა მისული. ის, რომ გაზზე მოხდა გადაყვანა კომპანია „თბილისის მიკრო ავტობუსი“ ამის საქმის კურში იყო. დაჯარიმდა 101 მიკრო ავტობუსი.

ეს პროცესი დასრულდა და სამარშრუტო ტაქსების გადაყვანა აღარ ხდება. რა თქმა უნდა, კონტროლი, მონიტორინგი მიმდინარეობს. მერია არ ეთანხმება იმას, რომ რომელიმე მიკროავტობუსმა ე.წ გაზის ბალონები დააყენონ და იარონ. თუ ქარხნული წესით შემოვა ამის შესახებ კიდევ შეიძლება განვიხილოთ“, -   განაცხადეს ქალაქ თბილისის მერიაში.

„თბილისის მიკროავტობუსებში“ დაჯარიმების ფაქტს არ ადასტურებენ.

 „გადავამოწმე ინფორმაცია, ტყუილია ჩვენ არ ვართ დაჯარიმებულნი. არცერთი მიკროავტობუსი არ არის უსაფრთხოების ნორმების, ან კანონის დარღვევით გადაყვანილი. თქვენი წყარო მერიიდან ტყუის“,  განუცხადა „ექსპრესნიუსს“ "თბილისის მიკროავტობუსების"  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მიქიაშვილმა.

ასევე კომპანიაში განმარტეს, რომ ყველა მიკროავტობუსი, რომელიც გაზზე იყო, ახლა ყველანაირი ნორმებით არის გადაყვანილია საწვავზე და ექსპერტების დასკვნაც არსებობს ამის შესახებ.

„ ეს იყო საპილოტე პროექტი, როცა საწვავი ძალიან გაძვირდა. ეს იყო 2012 წლის მეორე ნახევარი. მაშინ შეიქმნა საპილოტე პროექტი არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში“, - აღნიშნეს კომპანიაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics