13:22 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 12:09:50, 486 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სამხედრო საკითხებისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქება“ სტუდენტებისთვის ახალი საგანია. ანა დოლიძის ლექციაც, სწორედ, ამ სასწავლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე სტუდენტებს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურასა და უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საკითხმა, რომელიც არმიაში სუიციდის პრევენციას ეხება. ლექცია-სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

თსუ-ში ახალი საგნის - „სამხედრო საკითხებისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქება“ დანერგვისთანავე თავდაცვის უწყებამ სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და მუდმივად აძლევს საშუალებას მომავალ ჟურნალისტებს, ჯარის ცხოვრებას ახლოს გაეცნენ.

სტუდენტები გასულ კვირას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ იმყოფებოდნენ. სამომავლოდ ჟურნალისტებისთვის თავდაცვის უწყებასთან ერთად სპეციალური პროგრამის შემუშავებაც არის დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics