|
2021-02-05 18:03:46, 786 ნახვა
სამართალი
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საბჭომ 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა და ნარკომანიის პრევენციის სტრატეგია დაამტკიცა
5 თებერვალს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა და ნარკომანიის პრევენციის ერთიანი სტრატეგია დამტკიცდა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიმართა. ბექა ძამაშვილმა ისაუბრა დაბალანსებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობასა და მის საქმიანობაზე. ცენტრის ფუნქცია საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშგების წარმოებაა. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე სამდივნომ სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი წარედგინა. ერთ-ერთი მათგანი ნარკოვითარების 2019 წლის ეროვნული ანგარიშია, რომელიც ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა პირველად, დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე, შეიმუშავა და რომელიც ქვეყანაში 2019 წლის განმავლობაში გატარებული ღონისძიებებისა და დანერგილი პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების პროგრამების თაობაზე მონაცემებს მოიცავს. ეს არის სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პირველი სამთავრობო დოკუმენტი, რომელიც ნარკოვითარების ანგარიშს წარმოადგენს. ანგარიში მომზადებულია ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) დადგენილი სტანდარტით და მოიცავს ინფორმაციას „EMCDDA"-ს ხუთი საკვანძო ეპიდემიოლოგიური ინდიკატორის თაობაზე. საბჭოს სხდომაზე, ასევე, წარმოდგენილ და დამტკიცებულ იქნა 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა და ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის სტრატეგია 2021-2026 წლებისათვის. პრევენციის სტრატეგიის ერთიანი დოკუმენტი პირველია, რომელიც სახელმწიფო დონეზე ნარკოპრევენციის ერთგვაროვანი სტანდარტების დანერგვის მიზნით მომზადდა და გრძელვადიანი შედეგების მიღწევაზეა ორიენტირებული. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრის წარმომადგენლები.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)