2021-02-05 16:12:12, 751 ნახვა
სამართალი
ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურაში მივიდა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი გენერალურ პროკურატურაში მივიდა.
უწყებაში შესვლამდე ადვოკატმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება თავიდანვე არალეგიტიმური იყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ ნიკა მელია უწყებაში დაიბარა და განაცხადა, რომ თუ მელია გირაოს არ გადაიხდიდა, პროკურატურა მის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა. მოგვიანებით კომენტარი გააკეთა ნიკა მელიამაც და განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და ამის გამო ვერც დააკავებდნენ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან