2021-01-26 10:09:37, 560 ნახვა
სამართალი
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს ბრალს დღეს წარუდგენენ
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს, ლადო გოგსაძეს, ბრალს დღეს წარუდგენენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა სამსახურმა ლადო გოგსაძე გუშინ დააკავა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან