2021-01-26 09:41:19, 500 ნახვა
სამართალი
ირაკლი ფანგანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრის, ირაკლი ფანგანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის სასამართლო დღეს იმსჯელებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს.
დაკავებულის ადვოკატის, მალხაზ ზოიძის განცხადებით, სასამართლო პროცესზე გირაოს საკითხს დააყენებს.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ირაკლი ფანგანი ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული დევნისა და ნაგვის თავზე დაყრის ფაქტზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს. ირაკლი ფანგანი 24 იანვარს გათავისუფლდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,