07:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-25 11:56:16, 515 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობის ცვლილებათა შესახებ კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდება

ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობის ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდება.

კანონპროექტის თანხმად, რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები დაზუსტდება და მათი გამოთვლის წესი შეიცვლება.

ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ზუსტად განისაზღვრება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

მათი დოზები კი შემდეგნაირად განისაზღვრება:

ამფეტამინი – კუსტარული წესით დამზადებული სტიმულატორია (გააჩნია მიჩვევის მაღალი პოტენციალი). ამფეტამინის ჩვეულებრივი პერორალური (წამლის მიღება პირის ღრუს საშუალებით) ან ინტრანაზალური შეყვანის ერთი დოზა არის 5 – 15 მგ . (0,005 – 0, 015 გრ), ხოლო მომხმარებლისათვის ამფეტამინის 30 მგ-იანი დოზა შესაძლოა უკვე იყოს ტოქსიკური. პრაქტიკაში ამოღებული ამფეტამინისა და საექსპერტო კვლევების საფუძველზე ერთი დოზა გამოდის 0.001 (ერთი ინსულინის შპრიცი) შესაბამისად 0.005 არის 1-დან 2 დოზამდე. იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებელი დღეში მოიხმარს 2-3-ჯერ (მოქმედების ხანგრძლივობა მცირეა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრა – 0.005 გრამიდან. ეფედრინი, მეტკათინონი და მეთამფეტამინი – ამ ნარკოტიკულ საშუალებებს აქვს ამფეტამინის მსგავსი შემადგენლობა და ფუძე, რის გამოც მათი დოზები ამფეტამინის მსგავსად ჩამოყალიბდება.

დეზომორფინი – მიიღება კუსტარული წესით ე.წ. „კრაკადილი“. შემადგენლობით არის ჰეროინზე 10-ჯერ ძლიერი ნარკოტიკი, როგორც თრობის, ისე ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების კუთხით. 0.001 მგ. არის დაახლოვებით 1 ან ერთზე მეტი დოზა; 0.01 არის 10 დოზამდე; 0.1 კი – 100 დოზამდე. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მისი ხშირი მოხმარება იწვევს სიკვდილს.

ლიზელგინის მჟავა (ლზდ) – კუსტარულად მიღებული ნარკოტიკია. მისი ჰალუცინოგენური მოქმედება იწყება მიღებიდან 30-90 წთ-ის შემდეგ და ხანგრძლივობა არის 2-12 სთ. ამ დროის განმავლობაში ხდება განსჯის უნარის დარღვევა და ჰალუცინაციები. მინიმალური ეფექტის დოზა არის 10-25 მკგ. 10 მკგ. უკვე იწვევს ეიფორიას, შესაბამისად, ერთი დოზა შეადგენს 0.00001 გრ. საწყის დოზად განისაზღვრა ორი დოზა – 0.00002 გრ., რადგან ჩვეულებრივ მოიხმარენ ერთჯერად დოზას – 30-50 (20-80) მკგ . აქედან გამომდინარე, აღებულ იქნა 20 მკგ, რაც არის 0,00002 გრ. დიდ ოდენობად დადგინდა – 0.0002 გრ., რაც შეადგენს 15-20 დოზას, ხოლო 0.001 გრ. 100 დოზამდეა.

მდმა (3,4-მეთილენდიოქ-სიმეტამფეტამინი) – კუსტარულად მიღებული ნარკოტიკია და ხშირად გვხვდება აბების ფორმით, ზედაპირზე დატანილი სხვადასხვა ლოგოტიპებით. მოხმარება ხდება პერორალურად ან ინჰალაციით (ცხვირიდან) და ინტრავენურად. ერთჯერადი დოზა დამოკიდებულია ნაერთის ტიპზე და მერყეობს 50-100 (80-125) მგ-მდე. 500 მგ-ზე (0,5 გრ) მაღალი დოზა იწვევს ლეტალურ შედეგს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მცირე ოდენობად განისაზღვრა ნახევარი აბი, 50 მგ ანუ 0.05 გრ.

მეთადონი, ჰეროინი – მოქმედი კანონით ნარკოტიკულ საშუალებებს – მეთადონს და ჰეროინს არ გააჩნიათ მცირე ოდენობა და ნებისმიერი ოდენობა ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ზუსტდება აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები, ხდება ზღვრის გავლება ამ ნარკოტიკული საშუალებების მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობებს შორის. მომხმარებლისთვის მეთადონის ჩვეულებრივი პერორალური დოზა არის 5-10 მგ ტაბლეტის სახით ან 5-15 მგ – ხსნარის სახით. აღნიშნული მონაცემები ბევრად ნაკლებია იმ რაოდენობასთან, რასაც ყოველდღიურად იღებს წამალდამოკიდებული პირი (ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ფარგლებში) და მისი გავრცელება ნარკოტიკების ეპიზოდურ მომხმარებელზე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია. მსგავსად, 5-10 მგ ჰეროინი იწვევს თრობის მდგომარეობას. შესაბამისად, ჰეროინის ერთ დოზად განისაზღვრა – 0.005 გრ (5 მგ). დიდ ოდენობად დარჩა – 0.2 გრ, როგორც დღეს მოქმედ კანონშია განსაზღვრული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics